Finest – ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო
მწარმოებელი – სს ბაგრატიონი 1882
2007 წლის მოსავალი
1 წლის დაძველებით
ყურძნის ჯიში – ჩინური
სს ბაგრატიონი 1882 წარმოადგინა ახალი ცქრიალა ღვინო Finest – ს. Finest – საუკეთესოს, ჩინებულს, გამორჩეულს ნიშნავს. ბაგრატიონის Finest მართლაც რომ საუკეთესოა დამზადების წესის გემოსა და ნიშანთვისებების მიხედვით.
Finest დამზადებულია ფრანგული შამპანიზაციის, ანუ ბოთლური მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის მეორადი ფერმენტაცია მიმდინარეობს ბოთლში. თავად ღვინის დაწურვისას გამოყენებული იყო ქართული ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე სუკეთესო საშამპანურე ჯიშის ჩინურის 2007 წლის მოსავალი. მოსავლის მიღებისას საგულდაგულოდ და ზედმიწევნით შეირჩა მტევნები, რამაც პროდუქტის უმაღლესი ხარისხი განაპირობა. ყველა ცნობილი ფრანგული შამპანურის მსგავსად Finest – იც მხოლოდ ბრუტის სახეობით იქნება გაყიდვაში. ქართველ სპეციალისტებთან ერთად Finest-ის დამზადების პროცესში მონაწილეობას ღებულობდა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი გერმანელი სპეციალისტები.
Finest უკვე გადის ექსპორტზე აშშ-სა და გერმანიაში. პროდუქტი წარმოდგენილი იყო საერთაშორისო გამოფენებზე დუსელდორფში (Prowein 2009) და ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც სომელიებისა და სპეცილისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბაგრატიონი 1882 -ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის შეფუთვას. დიზაინი დაამუშავა ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ Concept Frankfurt – მა. ჩატარდა თვისობრივი კვლევები საქართველოში, აშშ –ში და გერმანიაში. ფოკუს ჯგუფებთან Finest-ის შეფასებისას და განხილვისას გამოიკვეთა, რომ პროდუქტის იმიჯი არის უაღრესად ძვირფასი და პრესტიჟული. კვლევის მონაწილენი Finest-ს განიხილავდნენ, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს და მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრების და პრეზენტაციების ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს.
Finest გაიყიდება სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ასევე სპეციალიზირებულ მაღაზიებში და გუდვილში, რაც პროდუქტის ექსკლუზიურობის კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება.
ბაგრატიონი 1882-ის გრძელვადიანი სტატეგიაა გახდეს საერთაშორისო ბრენდი ახალი პროდუქტის Finest –ის გამოშვებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Finest ცქრილა ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გემოს ჰპირდება.
