04 მარ
სს “ბაგრატიონი 1882”-მა ახალი ცქრიალა ღვინო – ბაგრატიონი როზე ბრუტი წარმოადგინა. ეს არის პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. იგი უნიკალურია საქართველოს ბაზარზე არსებულ ცქრიალა ღვინოებს შორის. ბაგრატიონი როზე ბრუტი დამზადებულია ტრადიციული, ბოთლური მეთოდით, საუკეთესო საშამპანურე ყურძნის ჯიშის, თავკვერისაგან. 2012 წელს როზე ბრუტი პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე ვერცხლის მედლითა და ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა.