20-25 ივნისს, საქართველომ ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლა. კონგრესის მასპინძლობის უფლება, მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონების მქონე ქვეყნებს აქვთ. საქართველოში კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა.
კონგერესის მეორე დღის დასასრულს დელეგატები, სოფლის მეურენობის მინისტრი ბატონი ბაკურ კვეზერელი და სხვა ოფიციალური პირები ბაგრატიონი 1882 -ის სადღესასწაულო კომპლექსში შიეკრიბებნენ. სტუმრები ქართული ტრადიციებით გაჯერებულ ქართული სუფრაზე მიიპატიჟეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ ტარდება. პირველად, საქართველოში კონგრესი 1962 წელს ჩატარდა და ბაგრატიონი 1882, მაშინდელი „თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანა“ მაშინაც მასპინძელი გახლდათ. კონგრესს 32 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.
