ბაგრატიონი 1882
ქართული სამეფო ტრადიცია
ბაგრატიონი 1882 არის ცქრიალა და წყნარი ღვინოების ერთერთი წამყვანი მწარმოებელი საქართველოში. კომპანია დაარსდა 1937 წელს, როგორც თბილისის შამპანიურის ქარხანა და შეიცვალა სახელწოდება სამჭოთა კავშირისდაშლის შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდა სააქციონერო საზოგადოებად.
ჩვენი პროდუქცია
1882
ისტორიული გემო
საქართველო, განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის მთების გარემოცვაში, ითვლება არქეოლოგების მიერ მეღვინეობის სამშობლოდ მთელი მსოფლიოსათვის და გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა ამ სფეროში.ბაგრატიონი 1882-ს ღვინოები მზადდება ისეთი ავთენტური ყურძნის ჯიშებისაგან, როგორებიცაა ჩინური, ციცქა, მწვანე, რქაწითელი, თავკვერი და სხვები, როგორც კომპანიის საკუთარი ვენახებიდან ასევე მისი მომწოდებლებისა და პარტნიორების ვენახებიდან. ბაგრატიონი 1882-ს ვენახები განლაგებულია ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, მეღვინეობის ტრადიციულ ზონებში და ჯამში შეადგენს 150 ჰექტარის ფართობის მაღალი დონის მევენახეობის მეურნეობას.
სიახლეები
ჩვენი ტექნოლოგიები
ბაგრატიონი 1882-ს ძირითადი საწარმო მდებარეობს თბილისში, ისტორიულ შენობაში, რომელიც არის არქიტექტურული შედევრი, და აღჭურვილია უახლესი ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობებითა და მართვის სისტემებით.
ბაგრატიონი 1882-ს ვენახები განლაგებულია ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, მეღვინეობის ტრადიციულ ზონებში და ჯამში შეადგენს 150 ჰექტარის ფართობის მაღალი დონის მევენახეობის მეურნეობას.





















































