10 აპრილს გამოფენაზე “დამზადებულია თბილისში” ბაგრატიონი 1882-ს საზემოდ გადაეცა ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000:2005.
ს.ს. ,,ბაგრატიონი 1882”-მა ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000:2005 2009 წელს მიიღო. აღნიშნული სტანდარტი ცქრიალა, შუშხუნა და წყნარი ღვინოების წარმოებასა და რეალიზაციას მოიცავს.
ბაგრატიონი 1882 –ის წარმოებაში ISO 22000:2005-ის დანერგვის შედეგად პროდუქციის ხარისხი სრულად დაცულია. ბოთლზე დატანილი კოდების მიხედვით ადვილად კონტროლირებადია წარმოების ყველა ეტაპი.
ბაგრატიონი 1882 –მა ISO 22000:2005 გერმანული სასერთიფიკაციო ორგანიზაციის TÜV SÜD -,,მენეჯმენტის სისტემები”-ს დახმარებით მიიღო. ჩატარდა საკონტროლო აუდიტი გერმანელი სპეციალისტების მიერ. ზედმიწენით შემოწმდა წარმოების პროცესები. აღნიშნული სტანდარტი მოიცავს ჰიგიენის მსოფლიო სტანდარტს HACCP 22000-ს, რა გულისხომობს ჰიგიენის ანალიზს კრიტიკული საკონტროლო პუნქტების მიხედვით.
ბაგრატიონი 1882-სათვის ISO 22000:2005-ს 3 წლიანი ვადა გააჩნია, რაც თავისმხრივ შეიცავს ყოველწლიურ აუდიტის ჩატარებას, საწარმოში მიღწეული შედეგების დაცვისა და განვითარების მიზნით.
