ტურების ჯავშანი
გინდათ ნახოთ როგორ მზადდება ბაგრატიონი 1882 -ის ცქრიალა ღვინო?
გვესტუმრეთ ბაგრატიონის ცქრიალა ღვინის ტურზე და მიიღეთ დაუვიწყარი სიამოვნება.
ბაგრატიონი 1882 გთავაზობთ ერთ-ერთ უმშვენიერეს ქართულ რიტუალში მონაწილეობას. თქვენ ნახავთ ცქრიალა ღვინის დამზადების ყველა საფეხურს, საწარმოში ყურძნის მიღების შემდეგ. ბაგრატიონის ცქრიალა ღვინო რჩეული ქართული ვაზის ჯიშებისგან მზადდება. სულ რაღაც ორმოცდახუთ წუთში თქვენ საფუძვლიანად დაეუფლებით ცქრიალა ღვინის წარმოების მეთოდებს. სპეციალურ სადეგუსტაციო დარბაზში საშუალება მოგეცემათ დააგემოვნოთ ბაგრატიონი 1882-ის სხვადასხვა სახეობის ცქრიალა ღვინო.
ტურების შეკვეთა შესაძლებელია ქართულ, რუსულ და/ან ინგლისურ ენებზე
ტურების ჯავშანი
შეგვიკვეთეთ ღვინის ტურები და დეგუსტაცია, სადაც შეგეძლებათ ადგილზე დააგემოვნოთ და შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია
ტურების შეკვეთა შესაძლებელია ქართულ, რუსულ და/ან ინგლისურ ენებზე