აღწერა
თეთრი ცქრიალა ღვინო, დამზადებულია ქართლის და იმერეთის რეგიონების გამორჩეულ ზონაში გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების: ჩინურის, ციცქას და გორული მწვანეს ნარჩევი მტევნებიდან. ახასიათებს ატმისა და გარგარის არომატები, ცოცხალი სურნელი, სიხალისე, არის ჰარმონიული, დაბალანსებული, სასიამოვნო მჟავიანობით ხანგრძლივი დაბოლოებით, ჯიშობრივი, ელეგანტური და დახვეწილი.