ს.ს ბაგრატიონი 1882 (ს.ნ. ფასიანი ქაღალდების (აქციების) ანგარიშის გახსნის შესახებ

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის” შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ამ კანონის 56 1  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ფასიანი ქაღალდების (აქციების) ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობების საკითხების (მათ შორის აქციების ყიდვა-გაყიდვის, დივიდენდების მიღებისა და სხვა საკითხების) მოწესრიგება უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის მეშვეობით.

ზემოთხსენებული კანონის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების (აქციების) მფლობელებმა უნდა გახსნან ფასიანი ქაღალდების (აქციების) ანგარიში ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებთან (რეკომენდირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი თან ერთვის ამ წერილს).

ბროკერთან მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ცნობა ცნობა სს ბაგრატიონი 1882 -ში თქვენი კუთვნილი აქციების ფლობის შესახებ (რასაც თქვენი მომართვის შედეგად ჩვენ გავცემთ).

ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიაში ფასიანი ქაღალდების(აქციების) ანგარიშის გახსნამდე ჩერდება ფასიანი ქაღალდების (აქციების) ფლობიდან გამომდინარე უფლებები, ( მათ შორის აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება, აქციების ყიდვა-გაყიდვის რეგისტრაცია, დივიდენდების მიღება და სხვა).

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ დააჩქაროთ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიამი აქციების ანგარიშის გახსნა. ფასიანი ქაღალდების (აქციების) ანგარიშის გახსნისთანავე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიური ფორმით ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 032 249 72 74: ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ანგარიშის მწარმოებელ საბროკერო კომპანიის დასახელებას და ანგარიშის გახსნის თარიღს.

დანართი – 1 საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი

 

დასახელება სამართლებრივი ფორმა საიდენტიფიკაციო კოდი ლიცენზიის/ლიცენზიის გაცემის დოკუმენტის საკონტაქტო ინფორმაცია
N თარიღი
(დღე, თვე,  წელი)
1 თიბისი კაპიტალი შპს 204929961 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N468  განკარგულება 1.10.2015

ტელ: +995 322 272 733;

ვებ-გვერდი: www.tbccapital.ge

2 გალტ ენდ თაგარტი სს 211359206 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N820  განკარგულება 10.9.2014

ტელ: +995 322 401 111;

ვებ-გვერდი:
https://galtandtaggart.com

3  ქართუ ბროკერი შპს 204929970 20026 11.02.2000 ტელ: +995 322 912 890
+995 322 912 278;
4 საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი სს 205116943 20047 2.05.2006 ტელ: +995 322 231 900
+995 322 291 457;ვებ-გვერდი: www.capital.ge
5 ჰერითიჯ სიქიურითიზ სს 205286457 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N 97 განკარგულება; 13.09.2017

ტელ: +995 322 197 745;

ვებ-გვერდი: www.heritagesecurities.ge

6 აბბი ასეტ მენეჯმენტი შპს 205207970 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის N150 ბრძანება 22.11.2007

ტელ: +995 422 239 000

ვებ-გვერდი: http://abbey.ge/public/ge

7  ალფა კაპიტალ ედვაიზორი შპს 405482721 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N 342 განკარგულება 09.11.2021 ელ.ფოსტა: info@alphacapitaladvisory.com
8  თითი ედვაიზორი შპს 405608846 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N275 განკარგულება 13.06.2023 მობ: +995 599 921 609
ვებ-გვერდი:  www.tta.ge
Email :  info@tta.ge
9 ფორსაით ბროკერს შპს 404700819 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N53 განკარგულება 31.10.2024 ტელ: +995 322 920 921
ვებ-გვერდი:  www. foresight.ge
Email :  brokers@foresight.ge
10 დიჯითალ სექიურითის საქართველო შპს 404727426 საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის N8 განკარგულება 08.05.2025 ტელ:   +995 591 999 972
Email :  gogashvili@yahoo.com