
ბაგრატიონი 1882-ს ვენახები განლაგებულია ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, მეღვინეობის ტრადიციულ ზონებში და ჯამში შეადგენს 150 ჰექტარის ფართობის მაღალი დონის მევენახეობის მეურნეობას. ბაგრატიონი 1882-ს ძირითადი საწარმო მდებარეობს თბილისში, ისტორიულ შენობაში, რომელიც არის არქიტექტურული შედევრი, და აღჭურვილია უახლესი ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობებითა და მართვის სისტემებით. ბაგრატიონი 1882-ს მიღებული აქვს მრავალი მედალი და პრიზი პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის გამოფენებსა და კონკურსებზე. თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ ბაგრატიონი 1882 არის ცქრიალა ღვინოების ყველაზე პოპულარული ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაშიც, და იგი სარგებლობს ფართო ცნობადობით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანებში.

კომპანიის შესახებ
ბაგრატიონი 1882 არის ცქრიალა და წყნარი ღვინოების ერთერთი წამყვანი მწარმოებელი საქართველოში.კომპანია დაარსდა 1937 წელს, როგორც თბილისის შამპანიურის ქარხანა და შეიცვალა სახელწოდება სამჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდა სააქციონერო საზოგადოებად.კომპანიის სახელოწდება უკავშირდება სამეფო გვარის ისტორიულ ფიგურას, ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონს, რომელმაც მე-19 საუკუნის შუა წლებში წამოიწყო ფრანგული წესით ღვინის მეორადი ფერმენტაციის პროცესი ბოთლური მეთოდით. მისმა წარმოებამ, განლაგებულმა მუხრანში, სადაც ამჟამად კომპანიის ძირითადი ვენახებია, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1882 წელს, როდესაც მოსკოვის საერთაშორისო საიმპერატორო გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო – საერთაშორისო ჟიურის გრანდ პრი.



