ს.ს ბაგრატიონი 1882 (ს.ნ. ფასიანი ქაღალდების (აქციების) ანგარიშის გახსნის შესახებ
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის” შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ამ კანონის 56 1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ფასიანი ქაღალდების (აქციების) ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობების საკითხების (მათ შორის აქციების ყიდვა-გაყიდვის, დივიდენდების მიღებისა და სხვა საკითხების) მოწესრიგება უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის მეშვეობით.
ზემოთხსენებული კანონის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების (აქციების) მფლობელებმა უნდა გახსნან ფასიანი ქაღალდების (აქციების) ანგარიში ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებთან (რეკომენდირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი თან ერთვის ამ წერილს).
ბროკერთან მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ცნობა ცნობა სს ბაგრატიონი 1882 -ში თქვენი კუთვნილი აქციების ფლობის შესახებ (რასაც თქვენი მომართვის შედეგად ჩვენ გავცემთ).
ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიაში ფასიანი ქაღალდების(აქციების) ანგარიშის გახსნამდე ჩერდება ფასიანი ქაღალდების (აქციების) ფლობიდან გამომდინარე უფლებები, ( მათ შორის აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება, აქციების ყიდვა-გაყიდვის რეგისტრაცია, დივიდენდების მიღება და სხვა).
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ დააჩქაროთ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიამი აქციების ანგარიშის გახსნა. ფასიანი ქაღალდების (აქციების) ანგარიშის გახსნისთანავე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიური ფორმით ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 032 249 72 74: ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ანგარიშის მწარმოებელ საბროკერო კომპანიის დასახელებას და ანგარიშის გახსნის თარიღს.
დანართი – 1 საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი
| № | დასახელება | სამართლებრივი ფორმა | საიდენტიფიკაციო კოდი | ლიცენზიის/ლიცენზიის გაცემის დოკუმენტის | საკონტაქტო ინფორმაცია | |
| N | თარიღი (დღე, თვე, წელი) |
|||||
| 1 | თიბისი კაპიტალი | შპს | 204929961 | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N468 განკარგულება | 1.10.2015 |
ტელ: +995 322 272 733; ვებ-გვერდი: www.tbccapital.ge |
| 2 | გალტ ენდ თაგარტი | სს | 211359206 | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N820 განკარგულება | 10.9.2014 |
ტელ: +995 322 401 111; ვებ-გვერდი: |
| 3 | ქართუ ბროკერი | შპს | 204929970 | 20026 | 11.02.2000 | ტელ: +995 322 912 890 +995 322 912 278; |
| 4 | საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი | სს | 205116943 | 20047 | 2.05.2006 | ტელ: +995 322 231 900 +995 322 291 457;ვებ-გვერდი: www.capital.ge |
| 5 | ჰერითიჯ სიქიურითიზ | სს | 205286457 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N 97 განკარგულება; | 13.09.2017 |
ტელ: +995 322 197 745; ვებ-გვერდი: www.heritagesecurities.ge |
| 6 | აბბი ასეტ მენეჯმენტი | შპს | 205207970 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის N150 ბრძანება | 22.11.2007 |
ტელ: +995 422 239 000 ვებ-გვერდი: http://abbey.ge/public/ge |
| 7 | ალფა კაპიტალ ედვაიზორი | შპს | 405482721 | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N 342 განკარგულება | 09.11.2021 | ელ.ფოსტა: info@alphacapitaladvisory.com |
| 8 | თითი ედვაიზორი | შპს | 405608846 | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N275 განკარგულება | 13.06.2023 | მობ: +995 599 921 609 ვებ-გვერდი: www.tta.ge Email : info@tta.ge |
| 9 | ფორსაით ბროკერს | შპს | 404700819 | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N53 განკარგულება | 31.10.2024 | ტელ: +995 322 920 921 ვებ-გვერდი: www. foresight.ge Email : brokers@foresight.ge |
| 10 | დიჯითალ სექიურითის საქართველო | შპს | 404727426 | საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის N8 განკარგულება | 08.05.2025 | ტელ: +995 591 999 972 Email : gogashvili@yahoo.com |