ბაგრატიონი 1882

ვენახები განლაგებულია ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, მეღვინეობის ტრადიციულ ზონებში.

ორიგინალური ხარისხი

ბაგრატიონი 1882-ს ღვინოები მზადდება ისეთი ავთენტური ყურძნის ჯიშებისაგან, როგორებიცაა ჩინური, ციცქა, მწვანე, რქაწითელი, თავკვერი და სხვები.

პროდუქციის ექსპორტი

კომპანია ახდენს თავისი პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და წამყვანი პოზიციები უკავია საკუთარ ბაზარზე.

 

კომპანიის შესახებ

ბაგრატიონი 1882-ს ვენახები განლაგებულია ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, მეღვინეობის ტრადიციულ ზონებში და ჯამში შეადგენს 150 ჰექტარის ფართობის მაღალი დონის მევენახეობის მეურნეობას. ბაგრატიონი 1882-ს ძირითადი საწარმო მდებარეობს თბილისში, ისტორიულ შენობაში, რომელიც არის არქიტექტურული შედევრი, და აღჭურვილია უახლესი ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობებითა და მართვის სისტემებით. ბაგრატიონი 1882-ს მიღებული აქვს მრავალი მედალი და პრიზი პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის გამოფენებსა და კონკურსებზე. თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ ბაგრატიონი 1882 არის ცქრიალა ღვინოების ყველაზე პოპულარული ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაშიც, და იგი სარგებლობს ფართო ცნობადობით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანებში.

კომპანია ახდენს თავისი პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და წამყვანი პოზიციები უკავია საკუთარ ბაზარზე. საქართველო, განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის მთების გარემოცვაში, ითვლება არქეოლოგების მიერ მეღვინეობის სამშობლოდ მთელი მსოფლიოსათვის და გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა ამ სფეროში. ბაგრატიონი 1882-ს ღვინოები მზადდება ისეთი ავთენტური ყურძნის ჯიშებისაგან, როგორებიცაა ჩინური, ციცქა, მწვანე, რქაწითელი, თავკვერი და სხვები, როგორც კომპანიის საკუთარი ვენახებიდან ასევე მისი მომწოდებლებისა და პარტნიორების ვენახებიდან.

ბაგრატიონი 1882 არის ცქრიალა და წყნარი ღვინოების ერთერთი წამყვანი მწარმოებელი საქართველოში. კომპანია დაარსდა 1937 წელს, როგორც თბილისის შამპანიურის ქარხანა და შეიცვალა სახელწოდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდა სააქციონერო საზოგადოებად. კომპანიის სახელოწდება უკავშირდება სამეფო გვარის ისტორიულ ფიგურას, ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონს, რომელმაც მე-19 საუკუნის შუა წლებში წამოიწყო ფრანგული წესით ღვინის მეორადი ფერმენტაციის პროცესი ბოთლური მეთოდით.  მისმა წარმოებამ, განლაგებულმა მუხრანში, სადაც ამჟამად კომპანიის ძირითადი ვენახებია, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1882 წელს, როდესაც მოსკოვის საერთაშორისო საიმპერატორო გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო – საერთაშორისო ჟიურის გრანდ პრი.

ka_GEGeorgian