კომპანიის ხედვა სტრატეგია
ბაგრატიონი 1882 თავის მისიად მიიჩნევს ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში ღირსეული წვლილის შეტანას. ჩვენი კომპანიის უნიკალური მემკვიდრეობა მეცხრამეტე საუკუნის დიდი მოღვაწის, ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის ღვაწლს უსვამს ხაზს, რომელმაც საკუთარ მამულში, მუხრანში, მეღვინეობა ააღორძინა და წყნარი ღვინოების გარდა.

პირველი ქართული ცქრიალა ღვინოც შექმნა, ქართული საშამპანურე ჯიშების სელექციის გზით და 1882 წელს ოქროს მედალიც კი მოიპოვა საერთაშრისო საიმპერატორო გამოფენაზე მოსკოვში.

ხოლო  საბჭოთა დროს ჩვენი ქარხნის მშენებლობა კი უკვე ამ რევოლუციამდელ ტრადიციას დაეფუძნა და  დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაგრძელდა.

ამრიგად ჩვენი საწარმოსა და მისი წინამორბედი ტექნოლოგიის თითქმის საუკუნე ნახევრიანი ტრადიცია არის სინთეზი ღრმა გამოცდილების, დიდი სკოლის და თანამედროვე ტექნოლოგიებისა.  ყველაფერი იწყება მიწიდან, ვენახიდან, დალოცვილი ვაზის მოვლიდან, ჩვენს ულამაზეს ვენახებში, მერე მიღებული ყურძნის სათუთად დაწურვით გრძელდება და ჩვენი წამყვანი, პროფესიონალი მეღვინეების ხელში იქცევა როგორც წყნარ, ისე ცქრიალა ღვინოებად, ჩვენი სამშბლოს სასახელოდ და ჩვენი ღვინოების მოყვარულთა გულის გასახარებლად.

ka_GEGeorgian